ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 1 და 2 ივნისს, ტარდება სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.
კონფერენციაზე იმუშავებს სამი თემატური სექცია:
- ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში (სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები; განათლების ხარისხი; ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში);
- რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები საქართველოზე;
- მოწყვლადი ჯგუფები და მათი გამოწვევები თანამედროვე საქართველოში.
მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 20 მარტიდან 26 მარტის 18:00 საათამდე უნდა ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.
ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს „IX საფაკულტეტო კონფერენცია“, მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც (ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი), რომელმაც საპასუხო წერილით მოხსენების რეკომენდაცია უნდა დაადასტუროს.
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 5 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge